საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) საკოორდინაციო კომისიის ესპანელმა ხელმძღვანელმა ხუან ანტონიო სამარანჩმა (უმცროსი) პეკინი 2022-ის მასპინძლებს მოუწოდა, ჩაატარონ არა ყველაზე დიდი და ძირადღირებული ოლიმპიური თამაშები, არამედ - "გონივრული თამაშები".
სამარანჩი ორდღიანი ვიზიტით იმყოფება 2022 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების მასპინძელ პეკინში.
ესპანელმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ თამაშები უნდა ჩატარდეს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის "დღის წესრიგი 2020-ის" თანახმად.
"დღის წესრიგი 2020"-ის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია ოლიმპიური თამაშების ხარჯების შემცირება.
www.geonoc.org.ge