სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ჩოგბურთი

21:14 | 18.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილი კიდევ ერთ ფრანგს გაეჯიბრება

მეცის ტურნირის პირველ წრეში ნიკოლოზ ბასილაშვილმა ფრანგი კენი დე შეპერი 6:2, 7:6 დაამარცხა. მომდევნო ეტაპზე ნიკას მეტოქე კიდევ ერთი ფრანგი, 20 წლის უგო ჰუმბერტი იქნება.

ჰუმბერტმა ავსტრალიელი ბერნარდ ტომიჩი მძიმე ბრძოლაში 6:7, 6:3, 6:4 დაამარცხა. უგო მსოფლიო რეიტინგში 108-ე ადგილზეა.

ბასილაშვილი და ჰუმბერტი კარიერაში ერთმანეთს პირველად დაუპირისპირდებიან, მატჩი 20 სექტემბერს გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.124361