ჩოგბურთი

14:33 | 18.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

ცივაძემ პირველი რაუნდი დასძლია

ქართველი ჩოგბურთელი გიორგი ცივაძე ყაზახურ ჩიმკენტში დაწყებულ 15-ათასიან ტურნირში ჩაერთო და პირველი გამარჯვება იზეიმა.

ცივაძემ ერთეულთა შეჯიბრის საწყის რაუნდში რუსი იან საბანინი იოლად – 6:2, 6:1 დაამარცხა, მერვედფინალში კი მე-4 ნომრად განთესილ ჰოლანდიელ ვან ბეემსა და რუს მინინს შორის უმჯობესს გაეჯიბრება.
წყვილებში ცივაძე და ყაზახი გრიგორი ლომაკინი მე-2 რეიტინგის მქონე რუსულ დუეტს (იგოშინი-საბანინი) ეთამაშებიან.

0.116011