ჭიდაობა

14:07 | 18.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

5 მედლის შანსი მინსკში

ბელარუსის დედაქალაქ მინსკში სტარტი აიღო ოლეგ კარავაევის სახელობის საერთაშორისო ტურნირმა, რომელშიც 15 ქვეყნის ნაკრები იღებს მონაწილეობას. შეჯიბრის პირველი დღის თავზე, საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრებს 5 მედლის მოპოვების შანსი აქვთ.

ქართული ფინალი გაიმართება 72 კგ-მდე წონით კატეგორიაში, სადაც ერთმანეთს ოლიმპიური პრიზიორი შმაგი ბოლქვაძე და მსოფლიოს 3-გზის ჩემპიონი ჭაბუკებსა და ახალგაზრდებს შორის რამაზ ზოიძე შეხვდებიან.
ოქროს მედლისათვის იჭიდავებს მსოფლიოს ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის გელა ბოლქვაძეც (82 კგ.), ბრინჯაოს მედლებისათვის კი ლაშა მარიამიძე (63 კგ.) და გიორგი ხუჭუა (72 კგ.) იბრძოლებენ.
ფინალური შეხვედრები 18 სექტემბერს, 17:00 საათზე დაიწყება.
დღესვე, მინკის ტურნირზე წინასწარი და ნახევარფინალური ეტაპის შეხვედრებს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა 60-67-77-87-130 კგ-მდე კატეგორიის წარმომადგენლები გამართავენ.
საქართველოს სახელით ხალიჩაზე ლევან ქავჟარაძე (67 კგ,), მინდია წულუკიძე, ბაკურ გოგოლი (ორივე – 77 კგ.), რობერტ კობლიაშვილი, ლაშა გობაძე (ორივე – 87 კგ.) და ზვიად პატარიძე (130 კგ.) გავლენ.

0.131015