ჩოგბურთი

23:05 | 17.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილმა ცონგას აჯობა

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი საფრანგეთის ქალაქ მეცში დაწყებულ საერთაშორისო ტურნირში (საპრიზო ფონდი 561 345 ევრო) ჩაერთო და პირველი გამარჯვება იზეიმა.


ბასილაშვილი და მოლდოველი რადუ ალბოტი წყვილთა შეჯიბრის საწყის რაუნდში “უაილდ ქარდის” მქონე ფრანგებს – უგო ჰუმბერტსა და ჟო-ვილფრედ ცონგას გაეჯიბრნენ და 5:7, 6:4, 10:8 მოიგეს.
თუ ვინ იქნებიან ქართულ-მოლდოვური დუეტის მეტოქენი მეოთხედფინალში, მოგვიანებით გაირკვევა.
ერთეულთა ტურნირში ბასილაშვილი მე-5 ნომრადაა განთესილი და პირველ წრეში კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებულ ფრანგ კენი დე შეპერს გაეჯიბრება.

0.117265