ფეხბურთი

20:12 | 17.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

დიბალა დაშავდა

ტურინის "იუვენტუსი" ჩემპიონთა ლიგის ახალ სეზონს შესაძლოა სერიოზული დანაკლისით შეხვდეს. Tuttosport-ის ინფორმაციით, "ბებერი ქალბატონის" შემტევმა პაულო დიბალამა მარცხენა ფეხზე "სასუოლოსთან" მატჩში მცირე დაზიანება მიიღო და "მესტალიაზე" მისი თამაში საეჭვოა.

საბოლოო გადაწყვეტილება სამედიცინო გამოკვლევის შემდეგ გახდება ცნობილია. "იუვე" ესპანეთში ხვალ ჩავა და შესაბამისად, დიბალას საკითხი მანამდე გაირკვევა. ჯერჯერობით სხვა დეტალები უცნობია.

შეგახსენებთ, რომ 19 სექტემბერს, "მესტალიაზე" ესპანური "ვალენსია" იტალიურ "იუვენტუსს" უმასპინძლებს.

0.116624