ჩოგბურთი

15:15 | 17.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

საფრანგეთში, ბულგარეთსა და პორტუგალიაში...

ქართველი ჩოგბურთელი ეკატერინე გორგოძე საფრანგეთში რჩება და დღეიდან სან მალოს საერთაშორისო ტურნირში ჩაებმება, რომლის საპრიზო ფონდიც 60 ათასი დოლარია. პირველ წრეში გორგოძის მეტოქე “უაილდ ქარდის” მქონე ფრანგი ლუსი ვარგნიე იქნება, წარმატების შემთხვევაში კი, დიდი ალბათობით, ქართველ ჩოგბურთელს მე-2 ნომრად განთესილ უკრაინელ ანჰელინა კალინინასთან მოუწევს ჭიდილი.
ბულგარულ დობრიჩში იმყოფება სოფო შაფათავა. ქართველი ჩოგბურთელი საკვალიფიკაციო რაუნდში პირველ ნომრად იყო განთესილი და ძირითად ბადეში გასასვლელად 1 გამარჯვებაც ეყო. სოფომ მე-11 რეიტინგის მქონე სლოვენიელი პია ჩუკი გახლდათ და ჩვენებურმა 6:1, 7:5 იმარჯვა, შაფათავას მომდევნო მოწინააღმდეგის ვინაობა კი მოგვიანებით გაირკვევა.
რაც შეეხება კიდევ ერთ ქართველ ჩოგბურთელ მარიამ ბოლქვაძეს, ის ძალებს პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში დაგეგმილ 25-ათასიან ტურნირში ჩაერთვება.

0.128962