თამაშგარე

13:43 | 17.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

“ფიორენტინას“ ბოსებს ქალების სტადიონზე “შეტყუება“ სურთ

ფლორენციის “ფიორენტინას“ საშინაო მატჩებზე, სტადიონ “არტემიო ფრანკიზე“ მუდამ ბევრი ქომაგი იკრიბება და ამ კუთხით “ვიოლას“ ბოსებს საწუწუნოდ ნამდვილად არა აქვთ საქმე. თუმცა, ფლორენციული კლუბის მენეჯმენტი ქომაგების მიზიდვას მაინც ცდილობს და საამისოდ ათასგვარ ფანდს იფიქრებენ.

რამდენიმე დღის წინ, “ფიორენტინას“ ხელმძღვანელობამ მორიგი ინიციატივა გააჟღერა, რომლის მიხედვითაც, ქალი ქომაგების მოზიდვა აქვთ გადაწყვეტილი და ნებისმიერი ასაკისა და იმიჯის მქონე ქალბატონისათვის “ფიორენტინას“ საშინაო მატჩების ბილეთებზე 30%-იანი ფასდაკლება ამოქმედდება.

ეს ფასდაკლება სავარაუდოდ საფეხბურთო სეზონის ბოლომდე იმოქმედებს და აღნიშნული გადაწყვეტლებით, “ვიოლას“ უფროსობას ქალთა უფლებების დამცველთა გულის მოგებაც სურთ. თუმცა, ასეთი ეშმაკური ფანდებით მოხერხდება თუ არა ფლორენციელ დიაცთა სტადიონზე “შეტყუება“, ამას მომავალი გვაჩვენებს.

თეგებიფიორენტინა
0.150146