მოლოდინი დასრულდა. ტურინის "იუვენტუსში" კრიშტიანუ რონალდუმ გოლების ანგარიში გახსნა და "სასუოლოსთან" დუბლი შეასრულა.
ნამატჩევს, პორტუგალიელმა კომენტარი გააკეთა:
"სასუოლომ" დიდი წინააღმდეგობა გაგვიწია, მაგრამ დამსახურებულად გავიმარჯვეთ. სიმართლე გითხრათ, ძალიან მსურდა გოლის გატანა და ამიტომ, ძალიან ბედნიერი ვარ.
სერია A? - თანაგუნდელები მეხმარებიან, რომ ადაპტაცია მალე გავიარო. ცოტა შეშფოთებულიც ვიყავი, რადგან რამდენიმე საგოლე შანსი ვერ გამოვიყენე. თუმცა, ეს ფეხბურთია, სადაც მთავარი გუნდის გამარჯვებაა.
ჩემპიონთა ლიგა? - ეს ჩემი საყვარელი ტურნირია. მართალია რთულ ჯგუფში ვართ, მაგრამ მოუთმენლად ველოდები ჩემპიონთა ლიგის დაწყებას", - აღნიშნა რონალდუმ.
შეგახსენებთ, რონალდუს "ბებერი ქალბატონის" რიგებში 4 მატჩი აქვს ჩატარებული და ორი გოლის გატანა მოასწრო.