ფეხბურთი

11:15 | 16.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ტოლისომ მძიმე ტრავმა მიიღო, რაფინიას რამდენიმე კვირა გაუცდება

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების და "ბაიერნის" ცენტრალურმა ნახევარმცველმა კორენტინ ტოლისომ "ლევერკუზენთან" მატჩში ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა და მოედანს რამდენიმე თვის განმავლობაში ვერ დაუბრუნდება. ასევე, აღნიშნულ ბუნდესლიგის შეხვედრაში "რეკორდმაისტერთა" კიდევ ერთმა მოთამაშემ რაფინიამ მუხლი დაიზიანა და ბრაზილიელს ლაზარეთში რამდენიმე კვირა მოუწევს ყოფნა. აღნიშნული ინფორმაცია "ბაიერნმა" ტვიტერის გვერდის მეშვეობით გაავრცელა.

ჯერჯერობით ზუსტი ინფორმაცია თუ რამდენი ხანი დასჭირდებათ ფეხბურთელებს მოედანზე დასაბრუნებლად უცნობია. ტოლისომ მიმდინარე სეზონში მხოლოდ სამი მატჩის ჩატარება მოასწრო, ხოლო რაფინიამ მეორე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

0.144403