კალათბურთი

0:22 | 16.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

შენგელია: "ვეცდებით მაქსიმუმი გავაკეთოთ და გავიმარჯვოთ"

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლს აგრძელებს და მეორე ჯგუფურ ეტაპზე მეორე მატჩს საბერძნეთის წინააღმდეგ გამართავს. აღნიშნული მატჩის შესახებ ისაუბრა ნაკრების კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ. მისი თქმით ბერძნებთან რთული მატჩი იქნება, თუმცა ყველაფერს გააკეთებენ, რადგან სასურველ შედეგს მიაღწიონ.

“ისრაელთან ძალიან რთული და მნიშვნელოვანი თამაში მოვიგეთ. ჩემთვის მნიშვნელოვანია, გუნდური გამარჯვება. თითოეულმა მოთამაშემ დიდი წვლილი შეიტანა ამ გამარჯვებაში. დიდი იმედი მაქვს, რომ იგივე შემართება იქნება საბერძნეთის წინააღმდეგ.

იმედი მაქვს, რომ გულშემატკივარი დაგვეხმარება და დაგვიდგება გვერდში. რთული მეტოქე გვყავს, რომელმაც სერბეთთან გამარჯვებითაც დაამტკიცა, რომ ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესოა, მაგრამ ჩვენ ვეცდებით მაქსიმუმი გავაკეთოთ და გავიმარჯვოთ”, - განაცხადა თორნიკე შენგელიამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და საბერძნეთის დაპირისპირება დღეს, 16 სექტემბერს, თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.

0.114503