ფეხბურთი

17:09 | 15.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

პატრიკ ვიეირამ ბალოტელი აითვალწუნა

მარიო ბალოტელის კარიერაში რთული პერიოდი დგას. იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ პორტუგალიასთან სამატჩო განაცხადშიც არ შეიყვანა. იგივე გააკეთა „ნიცას“ დამრიგებელმა, ბალოტელის ყოფილმა თანაგუნდელმა ("ინტერსა" და "სიტიში") პატრიკ ვიეირამ, რომელმაც „სუპერმარიო“ „რენთან“ შეხვედრაში ტრიბუნაზე გაამწესა.

მატჩის შემდეგ ვიეირამ ბალოტელის არყოფნაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს მისი გუნდისთვის პრობლემა არ ყოფილა:

„რენთან“ მატჩში ყველამ დაინახა, რმო ბალოტელის გარეშე გუნდს თამაში შეუძლია. მისი არყოფნა ჩვენთვის პრობლემა არაა“, - განაცხადა ვიეირამ.

მიმდინარე სეზონში იტალიელმა თავდამსხმელმა ერთადერთ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

0.126189