ჭიდაობა

1:05 | 15.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

ქართველი მოჭიდავეები მსოფლიო პირველობამდე ძალებს მინსკის ტურნირზე მოსინჯავენ

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა დუშეთში შეკრება დაასრულა და 17-19 სექტემბერს, ბელარუსის დედაქალაქ მინსკში გასამართ ოლეგ კარავაევის სახელობის საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს.
კარავაევის მემორიალი მსოფლიოს ჩემპიონატისათვის მოსამზადებელი სასტარტო შეჯიბრებაა, რის შემდეგაც ქართველი ფალავნები იქვე “სტაიკების” ცნობილ ბაზაზე 6 ქვეყნის ნაკრებთან ერთად ორკვირიან შეკრებას გაივლიან.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ასე გამოიყურება:
60 კგ. – დავით ჩხარტიშვილი
63 კგ. – ლევან ქავჟარაძე, ლაშა მარიამიძე
67 კგ. – შმაგი ბოლქვაძე
72 კგ. – გიორგი ხუჭუა, რამაზ ზოიძე
77 კგ. – თორნიკე ძამაშვილი, ბაკურ გოგოლი, მინდია წულუკიძე
82 კგ. – ლაშა გობაძე, გელა ბოლქვაძე
87 კგ. – რობერტ კობლიაშვილი, გურამ ხეცურიანი
97 კგ. – რევაზ ნადარეიშვილი, გიორგი მელია, კოკა კირცხალია
130 კგ. – ზვიად პატარიძე
ვთქვათ ისიც, რომ ნუგზარ წურწუმია (55 კგ.) და იაკობ ქაჯაია (130 კგ.) ნაკრებს 22 სექტემბერს შეკრებაზე შეურთდებიან.

0.114191