ქართველი ჩოგბურთელი მარიამ ბოლქვაძე პორტუგალიურ მონტემორ-ო-ნოვოში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირს (საპრიზო ფონდი 15 ათასი დოლარი) გამოეთიშა.
შეგახსენებთ, რომ მე-2 ნომრად განთესილმა ბოლქვაძემ პირველ წრეში ამერიკელ პრიანკა შაჰს 6:4, 7:5 ძლია, მერვედფინალში ფრანგ ვინსიან რემის 6:0, 3:0-ს უგებდა, როდესაც მეტოქემ თამაში ვეღარ გააგრძელა, დღეს კი, მეოთხედფინალში ჰოლანდიელ არიან ჰარტონოსთან 6:3, 4:6, 4:6 წააგო.
შეგახსენებთ, რომ წყვილთა ტურნირში ბოლქვაძისა და ფრანგი ესტელ კასკინოს დუეტი მე-2 ნომრად იყო განთესილი, თუმცა, ისინი ნახევარფინალში პორტუგალიურ ტანდემთან (ჟორჟე-კუიტერიო, მე-4) სათამაშოდ არ გამოცხადდნენ.