ფეხბურთი

20:28 | 13.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

ფიფა და ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია ლა ლიგის მატჩის აშშ-ში გამართვის წინააღმდეგნი არიან

ესპანეთის ხელისუფლება, მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანიაზაცია და ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია ლა ლიგის მატჩის აშშ-ში გამართვის წინააღმდეგნი არიან. როგორც Marca იუწყება, ესპანეთის პრემიერმინისტრმა პედრო სანჩესმა, ფიფა და ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებმა ჯანი ინფატინომ და ლუის რუბიალესმა მოლაპარაკება აწარმოეს და სამივე ლა ლიგის ინიციატივის წინააღმდეგ წავიდა.

ესპანეთის ჩემპიონატის ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, ლა ლიგამ "ბარსელონასთან" და "ჟირონასთან" ერთად ფედერაციას აღნიშნული გუნდების ამერიკაში დაპირისპირების ნებართვა სთხოვა. თუ ესპანურ მედიას დავუჯერებთ, შეხვედრა მაიამიში "ჰარდ როკ სთედიუმზე" 26 იანვარს არ გაიმართება.

0.122919