ფეხბურთი

19:00 | 13.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

კარიუსი თურქეთში ყურადღების ცენტრშია

სტამბოლის „ბეშიქთაშის“ მეკარე ლორის კარიუსი თურქულ გუნდში ქომაგთა სიმცირეს არ უჩივის. როგორც გერმანელმა მეკარემ განაცხადა, „ლივერპულისგან“ განსხვავებით, თურქეთში ბევრი გულშემატკივარი ჰყავს.

„ლივერპულში ამდენი გულშემატკივარი არ მყავდა. შემიძლია ვთქვა, რომ მათი უმრავლესობა ქალია. ყოველ ჯერზე, როდესაც სტამბოლის ქუჩებში დავდივარ, მაჩერებენ და ფოტოს გადაღებას მთხოვენ“, - უთხრა კარიუსმა Daily Mail-ს.

შეგახსენებთ, რომ გერმანელი მეკარე „ლივერპულმა“ „ბეშიქთაშში“ გასულ ზაფხულს ერთწლიანი იჯარით გაუშვა. თურქებს მომავალ წელს კარიუსის სრულად გმოსყიდვაც შეეძლებათ.

0.117142