ფეხბურთი

16:15 | 13.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

პეპ გვარდიოლა: "მინდა კარიერა იქ დავასრულო, საიდანაც დავიწყე"

„მანჩესტერ სიტის“ თავკაც პეპ გვარდიოლას სამწვრთნელო კარიერის დასრულება „ბარსელონაში“ სურს, თუმცა, მთავარ გუნდში არა. ესპანელმა სპეციალისტმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ინგლისში მუშაობას 10 წელი აპირებს.

„კარიერის დასრულება იქ მსურს, საიდანაც დავიწყე. ფეხბურთში ბოლო ნაბიჯები მინდა, ახალგაზრდულ გუნდში გადავდგა და ვიმედოვნებ, რომ ეს „ბარსელონა B” იქნება“, - აღნიშნა გვარდიოლამ.

47 წლის პეპს „სიტისთან“ კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. მისი სამწვრთნელი კარიერა კი, „ბარსელონას“ მეორე გუნდში დაიწყო, რომელსაც 2007-2008 წლების სეზონში წვრთნიდა.

0.115452