სამხრეთ კორეის ქალაქ ჩანგვონში დასასრულს უახლოვდება მსოფლიოს 52-ე ჩემპიონატი სროლის სახეობებში.
ბოლოსწინა დღეს, 14 სექტემბერს, ტურნირში მრგვალ სტენდზე სროლაში ვაჟებიც ჩაებმებიან, მონაწილეთა შორის კი ჩვენი მსროლელებიც იქნებიან: დავით ქვათაძე, თენგიზ იმნაიშვილი და ვლადიმერ ნარჩემაშვილი.