ქართველი ჩოგბურთელი ალექსანდრე მეტრეველი თურქეთის ქალაქ სტამბულში მიმდინარე ჩელენჯერს (საპრიზო ფონდი 75 ათასი დოლარი) გამოეთიშა.
მეტრეველი და ავსტრიელი ლუკას მიედლერი წყვილთა შეჯიბრის პირველ წრეში უმთავრეს ფავორიტად შერაცხულ ავსტრალიურ-ინდურ დუეტს (ჯუნაიდი-რაჯა) გაეჯიბრა და 2:6, 3:6 დამარცხდა.
შეგახსენებთ, რომ ერთეულთა ტურნირის საწყის რაუნდში მეტრეველმა ყაზახ ალეკსანდრ ნედოვესოვთან 3:6, 4:6 წააგო.