ფეხბურთი

10:28 | 13.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

"კრილიას" დირექტორი: "ლორიას წასვლით განაცხადში ადგილი გაგვითავისუფლდა"

სამარის “კრილიას სოვეტოვის” დირექტორმა ალექსანდრ შიკუნოვმა Championat-თან საუბარში განმარტა მიზეზი, რის გამოც გიორგი ლორიამ რუსული გუნდი დატოვა.

შიკუნოვის განცხადებით, ამ გადაწყვეტილებით ორივე მხარე მოგებული დარჩა:

“პირველ ყოვლისა, გვჭირდებოდა განაცხადში ადგილი იოან მოლოსთვის. მეორეც, გიორგი საქართველოს ნაკრების მთავარი მეკარეა და არ სურდა სათადარიგო სკამზე ჯდომა. მას თამაში სჭირდება და ამიტომ, გუნდის დატოვება გადაწყვიტა. თანაც, განაცხადში ორი რუსული პასპორტის მქონე მეკარე გვყავს, რიჟიკოვი და კონიუხოვი”, - განაცხადა შიკუნოვმა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ლორია “კრილია სოვეტოვის” ღირსებას 2015 წლიდან იცავდა და 40 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. 32 წლის ქართველი კიპერი ამჟამად თავისუფალი აგენტია.

0.115903