ფეხბურთი

1:00 | 13.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

ჩერიშევთან დაკავშირებით მსოფლიოს ანტი-დოპინგური სააგენტო გამოძიებას იწყებს

მსოფლიოს ანტი-დოპინგური სააგენტო, რუსეთის ნაკრების და “ვალენსიას” ნახევარმცველთან, დენის ჩერიშევთან დაკავშირებით გამოძიებას იწყებს.

27 წლის ფეხბურთელის მამამ ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ დენისი მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე ზრდის ჰორმონების ინექციას იღებდა.

ამ ყველაფრით კი ზემოხსენებული სააგენტო დაინტერესდა და რუსი ფეხბურთელის მიმართ გამოძიება დაიწყო.

შეგახსენებთ, რომ ჩერიშევმა განვლილ მუნდიალზე 5 შეხვედრა ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა. ის ზაფხულში “ვალენსიას” შეუერთდა იჯარით, მოედანზე ორჯერ გასვლა და 1 გოლის გატანა მოასწრო.

0.113634