ფეხბურთი

22:10 | 12.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

ვის გაწვრთნაზე ოცნებობდა სერ ალექს ფერგიუსონი?
"დელ პიერო ერთადერთი ფეხბურთელია, რომელთანაც მუშაობა ყოველთვის მინდოდა"

ინგლისური „მანჩესტერ იუნაიტედის“ ლეგენდარულმა მწვრთნელმა სერ ალექს ფერგიუსონმა ის ფეხბურთელი დაასახელა, რომლის მწვრთნელობა სურდა, მაგრამ სურვილი ვერ აიხდინა.

შოტლანდიელის განცხადებით, ასეთი იტალიელი ალესანდრო დელ პიერო იყო:

„იუვენტუსთან“ ერთ-ერთი მატჩის შემდეგ რაიან გიგზმა და გარი ნევილმა დელ პიეროს „ოლდ ტრაფორდზე“ გადაყვანა მთხოვეს. მან ჩვენი დაცვის ხაზი გაანადგურა. ალექსს დავუკავშირდი, მაგრამ ჩემი წინადადება არც კი მოისმინა.

2006 წელს, როდესაც იტალია მსოფლიოს ჩემპიონი გახდა და „კალჩოპოლის“ სკანდალი მძვინვარებდა, მეორედ დავუკავშირდი. ვიცოდი, რომ „რეალის“ ეპატიჟებოდა. დარწმუნებული ვიყავი, რომ ან „მანჩესტერში“ გადავიდოდა, ან „რეალში“, ამიტომ, ვუთხარი:

„ალექს, წლების შემდეგ ისევ მინდა ჩემს გუნდში ითამაშო. არ წახვიდე მადრიდში, რადგან ინგლისში გადასვლის დროა და ჩემი გუნდის ლიდერი გახდები“.

დელ პიერომ გაიღიმა და მიპასუხა:

„მისტერ, მგონია, რომ ეს საუბარი ადრეც შედგა. დიდ პატივს გცემთ, მაგრამ ახლა „იუვე“ რთულ მდგომარეობაშია და ვერ დავტოვებ“.

ალექსი ნამდვილად უნიკალური პიროვნება იყო, როგორც მოედანზე, ისე მოედანს მიღმა. როდესაც მეკითხებიან ვისი გაწვრთნა მსურდა და ეს ვერ მოვახერხე, ყოველთვის ერთი პასუხი მაქვს - დელ პიერო“, - იხსენებს სერ ალექსი.

საინტერესოა, რომ ალესანდრო დელ პიეროს დებიუტი „იუვენტუსში“ ზუსტად 25 წლის წინ, 1993 წლის 12 სექტემბერს შედგა, როდესაც „ფოჯას“ წინააღმდეგ ითამაშა. იტალიელი თავდამსხმელი „იუვენტუსში“ 1993-2012 წლებში თამაშობდა, ხოლო კარიერის ბოლოს „სიდნეისა“და „დინამო დელის“ ღირსებაც დაიცვა.

0.110466