ქართველმა ჩოგბურთელმა მარიამ ბოლქვაძემ პორტუგალიურ მონტემორ-ო-ნოვოში მიმდინარე 15-ათასიან ტურნირზე მორიგი გამარჯვება იზეიმა.
გორგოძისა და ფრანგი ესტელ კასკინოს მე-2 ნომრად განთესილმა წყვილმა მეოთხედფინალში ამერიკულ-ჩეხურ დუეტს (ფანჩინი-პულჩარტოვა) 6:2, 6:2 სძლია და ნახევარფინალის საგზური მოიპოვა.
შეგახსენებთ, რომ ერთეულთა ტურნირში ბოლქვაძეს ასევე მე-2 რეიტინგი აქვს და მერვედფინალში ფრანგ ვინსიან რემის გაეჯიბრება.