ჩოგბურთი

13:58 | 12.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

კალაშნიკოვას მარცხი იაპონიაში

ქართველი კალათბურთელი ოქსანა კალაშნიკოვა იაპონიის ქალაქ ჰიროშიმაში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირში (საპრიზო ფონდი 250 ათასი დოლარი) ჩაერთო, თუმცა, პირველივე წრეში მარცხი განიცადა.

წყვილთა მერვედფინალში კალაშნიკოვა და იაპონელი ნაო ჰიბინო ყაზახ ზარინა დიასსა და ჩინელ საისაი ჟენგს გაეჯიბრნენ და 3:6, 4:6 დამარცხდნენ.

ცნობისთვის, წყვილების რეიტინგში ოქსანას 1320 ქულა აქვს და 57-ე ადგილი უკავია.

0.123989