კალათბურთი

13:30 | 12.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

ქართველი კალათბურთელები ისრაელში ჩავიდნენ (+VIDEO)

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ისრაელში ჩაფრინდა, სადაც 13 სექტემბერს მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მე-2 ჯგუფურ ეტაპზე პირველი შეხვედრა ელის.

ილიას ზუროსის შეგირდებმა თელ ავივისკენ გეზი დღეს დილით აიღეს და მშვიდობიანად იმგზავრეს, პირველი ვარჯიში კი საღამოს, თბილისის დროით დაახლოებით 20:00 საათიდან ელით.

შეგახსენებთ, რომ ხვალინდელი შეხვედრა “ნოკია არენაზე” 21:00 საათიდან გახლავთ დაგეგმილი, საქართველოს ნაკრების 12-კაციანი შემადგენლობა კი ასე გამოიყურება:

გიორგი ცინცაძე, რატი ანდრონიკაშვილი, დუდა სანაძე, მეტ ჯენინგი, მიხეილ ჭოჭუა, მერაბ ბოქოლიშვილი, ლევან ფაცაცია, მიხეილ ბერიშვილი, თორნიკე შენგელია, ილია ლონდარიძე, გიორგი შერმადინი, გოგა ბითაძე.

0.190019