"ბოკა ხუნიორსის" შემტევმა კარლოს ტევესმა დღევანდელობის ორი საუკეთესო ფეხბურთელის კრიშტიანუ რონალდუსა და ლიონელ მესის შესახებ ისაუბრა.
"მესი სპორტდარბაზში არასოდეს მინახავს. ის ფაქტობრივად არ ვარჯიშობს. ის მხოლოდ საჯარიმო დარტყებზე ვარჯიშობს. ლიონელი ნიჭიერია და თავისი ნიჭით არის საუკეთესო. რონალდუ მთელი დღის განმავლობაში სპორტდარბაზშია და თავდაუზოგავად შრომობს. თუ ვარჯიშს 9 საათზე დაიწყებთ რონალდუ 8 საათზე უკვე ადგილზე იქნება. ერთხელ ექვს საათზე ვარჯიშზე მივედი, რონალდუ უკვე იქ იყო"- განაცხადა ტევესმა.