სექტემბრის სანაკრებო ბატალიები დასრულებულია. შედეგად, უეფას ერთა ლიგაზე, რომელიც ფეხს ჩვენს თვალწინ იდგამს, მეორე ტური მიილია.
C დივიზიონში 15 ნაკრებია გადანაწილებული. შესაბამისად, სამი ოთხგუნდიანი და ერთი სამგუნდიანი ჯგუფია შემქნილი.
A ჯგუფი
A ჯგუფში სამი ნაკრებია თავმოყრილი. შოტლანდიასა და ალბანეთს სამ-სამი ქულა აქვთ, თუმცა ბრიტანელებმა ამის გაკეთება ერთ თამაშში შეძლეს, როდესაც იგივე ალბანეთი შინ 2:0 დაამარცხეს. თავის მხრივ ალბანელებმა ისრაელს 1:0 აჯობეს.
მომდევნო ტურში 11 ოქტომბერს, ისრაელის ნაკრები შოტლანდიას დაუხვდება.
1. | შოტლანდია | 1 | 1 | 0 | 0 | 2:0 | 3 | |
2. | ალბანეთი | 2 | 1 | 0 | 1 | 1:2 | 3 | |
3. | ისრაელი | 1 | 0 | 0 | 1 | 0:1 | 0 |
B ჯგუფი
ფინეთის ნაკრებს დიდებული სტარტი აქვს. ფინელებმა უნგრეთი და ესტონეთი დაამარცხეს ერთნაირი ანგარიშით (1:0) და 6 ქულით ერთპიროვნულად მოკალათდნენ პირველ პოზიციაზე.
საბერძნეთმა ტალინში ესტონეთს აჯობა, მაგრამ მერე ბუდაპეშტში უნგრეთთან 1:2 წააგო და ამ ორ გუნდს 3-3 ქულა აქვთ.
მომდევნო ტურში 12 ოქტომბერს, ესტონეთი - ფინეთს, ხოლო საბერძნეთი - უნგრეთს დაუპირისპირდება.
1. | ფინეთი | 2 | 2 | 0 | 0 | 2:0 | 6 | |
2. | საბერძნეთი | 2 | 1 | 0 | 1 | 2:2 | 3 | |
3. | უნგრეთი | 2 | 1 | 0 | 1 | 2:2 | 3 | |
4. | ესტონეთი | 2 | 0 | 0 | 2 | 0:2 | 0 |
C ჯგუფი
ანალოგიური ვითარებაა C ჯგუფშიც, სადაც ბულგარეთი 6 ქულით მას შემდეგ გალიდერდა, რაც სლოვენია (2:1) და ნორვეგია (1:0) დაამარცხა. თავის მხრვი სკანდინავიელებმა მანამდე კვიპროსს აჯობეს (2:0) და 3 ქულით მეორე ადგილს ამაგრებენ.
უქულოდ არც კვიპროსია, რადგან მეორე ტურში სლოვენიის ნაკრებს 2:1 აჯობა. აი, სლოვენიაა ბოლო ადგილზე. მომდევნო ტურში 13 ოქტომბერს, ბულგარეთი კვიპროსს, ხოლო ნორვეგია სლოვენიას უმასპინძლებს.
1. | ბულგარეთი | 2 | 2 | 0 | 0 | 3:1 | 6 | |
2. | ნორვეგია | 2 | 1 | 0 | 1 | 2:1 | 3 | |
3. | კვიპროსი | 2 | 1 | 0 | 1 | 2:3 | 3 | |
4. | სლოვენია | 2 | 0 | 0 | 2 | 2:4 | 0 |
D ჯგუფი
D ჯგუფს ორი ლიდერი ჰყავს: მონტენეგრო და სერბეთი 4-4 ქულით. სერბებმა ჯერ ლიეტუვას მოუგეს (1:0), ხოლო მერე შინ რუმინეთს დაუზავდნენ (2:2), ხოლო მონტენეგრომ ასევე რუმინეთს გაუყო ქულები (0:0) და ლიეტუვა დაამარცხა (2:0).
მომდევნო ტურში ძალიან საინტერესო მატჩია პოდგორიცაში 11 ოქტომბერს, მონტენეგრო - სერბეთი... იმავე დღეს, ლიეტუვა რუმინეთის ნაკრებს უმასპინძლებს.
1. | მონტენეგრო | 2 | 1 | 1 | 0 | 2:0 | 4 | |
2. | სერბეთი | 2 | 1 | 1 | 0 | 3:2 | 4 | |
3. | რუმინეთი | 2 | 0 | 2 | 0 | 2:2 | 2 | |
4. | ლიეტუვა | 2 | 0 | 0 | 2 | 0:3 | 0 |