ქართველი ჩოგბურთელი მარიამ ბოლქვაძე პორტუგალიურ მონტემორ-ო-ნოვოში დაწყებულ საერთაშორისო ტურნირში (საპრიზო ფონდი 15 ათასი დოლარი) წარმატებით ჩაერთო.
მე-2 ნომრად განთესილმა ბოლქვაძემ პირველ წრეში ამერიკელი პრიანკა შა 6:4, 7:5 დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა, სადაც ძალებს პორტუგალიურ-ფრანგულ პაექრობაში (კუიტერიო-რემი) უმჯობესთან მოსინჯავს.
წყვილთა შეჯიბრში ბოლქვაძესა და ფრანგ ესტელ კასკინოს მე-2 განთესვა გააჩნიათ და ისინი თამაშს პირდაპირ მეოთხედფინალიდან დაიწყებენ.