საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე საასპარეზოდ გაემგზავრა. როგორც ცნობილია, მომავალი ტურნირი 13-16 სექტემბერს ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში შედგება. შეგახსენებთ საქართველოს ვაჟთა ნაკრების შემადგენლობას:
55 კგ. – ვანო ხუბაშვილი
60 კგ. – თემურ ნოზაძე, ჯაბა პაპინაშვილი
66 კგ. – ბაგრატ ნინიაშვილი
81 კგ. – ტატო გრიგალაშვილი, ლუკა მაისურაძე
90 კგ. – ლაშა ბექაური
100 კგ. – ზაურ კენჭაძე, ონისე სანებლიძე
+100 კგ. – გელა ზაალიშვილი
გუნდური შეჯიბრისთვის ნაკრებს დაემატებიან ალეკო მამიაშვილი, ვლადიმერ ახალკაცი და ამირან წიქორიძე.
აქვე გოგონათა ნაკრების შემადგებნლობაც:
48 კგ. – ნატალია ყიფშიძე
57 კგ. – ეთერ ლიპარტელიანი, მზია ბებოშვილი
70 კგ. – მარიამ ჭანტურია
+78 კგ. – სოფიო სომხიშვილი