ესპანეთის ლა ლიგის 21-ე ტურის შეხვედრა “ბარსელონასა” და “ჟირონას” შორის აშშ-ში, კერძოდ, მაიამიში, “ჰარდ როკ სთედიუმზე” გაიმართება.
აღნიშნულ ინფორმაციას ლა ლიგის ვებგვერდი ადასტურებს და გადაწყვეტილებას ხელს აწერენ ლა ლიგის პრეზიდენტი ხავიერ ტებასი და “ბარსელონასა” და “ჟირონას” ხელმძღვანელები ხოსეპ ბართომეუ და დელფი გელი.
ამრიგად, ესპანეთის ჩემპიონატის ისტორიაში პირველად, კალენდარული ტურის მატჩში ქვეყნის ფარგლებს გარეთ ჩატარდება. აღნიშნული მატჩი 27 იანვარს უნდა გაიმართოს.