ამერიკის ღია პირველობის დასრულების შემდეგ ATP-მ რეიტინგი განაახლა, რომელშიც ნიკოლოზ ბასილაშვილი 31-ე ადგილზეა. ეს შედეგი ქართველი ჩოგბურთელის კარიერაში საუკეთესოა.
ბასილაშვილმა US Open-ზე სამი ეტაპი გადალახა და 1/8 ფინალში რაფაელ ნადალთან 1:3 (3:6, 3:6, 7:6, 4:6) წააგო. ნიკამ ამ ტურნირზე 180 სარეიტინგო ქულა და 266 000 ამერიკული დოლარი გამოიმუშავა. შედეგად, რეიტინგში 1.322 ქულა გაუხდა და 6 პოზიციით დაწინაურდა.
რაც შეეხება საუკეთესო ათეულს - ლიდერი ისევ რაფაელ ნადალია, რომელსაც კვალში როჯერ ფედერერი უდგას. მესამე პოზიციაზე აღზევდა ამერიკის ღია პირველობის ტრიუმფატორი ნოვაკ ჯოკოვიჩი, ხოლო ხუან მარტინ დელ პოტრო 1 ადგილით დაქვეითდა.
ათეული ასეთია:
1. რაფაელ ნადალი - 8.760 ქულა
2. როჯერ ფედერერი - 6.900
3. ნოვაკ ჯოკოვიჩი - 6.445
4. ხუან მარტინ დელ პოტრო - 5.980
5. ალექსანდ ზვერევი - 4.890
6. მარინ ჩილიჩი - 4.715
7. გრიგორ დიმიტროვი - 3.755
8. დიმონიკ ტიმი - 3.665
9. კევინ ანდერსონი - 3.595
10. ჯონ ისნერი - 3.470
... 31. ნიკოლოზ ბასილაშვილი - 1.322