ერთა ლიგის მეორე ტურის მატჩში საქართველო საკუთარ მოედანზე ლატვიის ეროვნულ ნაკრებს ეთამაშება. პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიში 0:0-ია.
საქართველოს ნაკრები პირველ ნახევარში სრულ სათამაშო უპირატესობას ფლობდა, მაგრამ რეალური საგოლე მომენტი არ გვქონია. ლატვია კი ჩვენს ნახევარზე სულ რამდენჯერმე გადმოვიდა. ბალტიელები მთალი გუნდით თავს ორგანიზებულად იცავენ და ამიტომაც ქართველ შემტევებს დამაგვირგვინებელ ეპიზოდებში ძალიან უჭირთ.
ბურთის ფლობა საქართველო 72%, ლატვია - 28%