საქართველოსა და ლატვიის ნაკრებთა მატჩის დაწყებამდე ცოტა დრო რჩება. უკვე ცნობილია ორივე გუნდის ძირითადი შემადგენლობა.
საქართველოს ნაკრების სასტარტო 11-ეულში წინა მატჩისგან განსხვავებით, ორი ცვლილებაა: ტრავმირებული გიორგი ქვილითაიას ადგილი ნიკა კაჭარავამ დაიკავა, ხოლო გიორგი მერებაშვილის ნაცვლად თორნიკე ოქრიაშვილი ითამაშებს.
სხვა მხრივ, ორივე გუნდის შემადგენლობა ასეთია:
საქართველო (4-2-3-1): ლორია; კაკაბაძე, კვირკველია, კაშია, ნავალოვსკი; კანკავა, კვეკვესკირი; ოქრიაშვილი, ყაზაიშვილი, ჩაკვეტაძე; კაჭარავა
მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი
ლატვია (4-3-3): ვანინსი; გაბოვსი, დუბრა, იაგოდინსკისი, მაქსიმენკო; რუგინსი, ფერტოვსი, ისაიევსი; ლუკიანოვსი, გუტკოვსკისი, კარასაუსკსი
მწვრთნელი: მიქსუ პაატელაინენი
მსაჯი: ანსტასიოს პაპაპეტრუ (საბერძნეთი)