სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ჭადრაკი

15:21 | 9.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

ქართველები ოცეულის მიჯნაზე

ირანში დასრულდა საერთაშორისო საჭადრაკო ტურნირი, რომელშიც 2 ქართველი მონაწილეობდა. 9 ტურის შედეგებით, ნიკოლოზ ცომაიამ (2259) 5.0 ქულა მოაგროვა და მე-20 ადგილზე გავიდა, ბაჩანა მორჩიაშვილმა (2377) კი 4.5 ქულით 25-ე შედეგი აჩვენა.

შეჯიბრის გამარჯვებული ირანელი სეიედ ხალილ მოუსავი (2464) გახდა 7.5 ქულით, სომეხი რაფაელ ბაკუნცი (2410) 7.0 ქულით მე-2 იყო, ბრინჯაოს მედალი კი კიდევ ერთ მასპინძელ რეზა აშგარზადეს (2265) ერგო 6.5 ქულით.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.114659