8 სექტემბერს, ვანაძორში დასრულდა სტეპან სარგსიანის თასის ტრადიციული საერთაშორისო გათამაშება თავისუფალ ჭიდაობაში, სადაც საქართველოს ნაკრებმა 6 მედალი მოიპოვა.
UWW-ს ეგიდით გამართულ ტურნირზე უფროსებს შორის მძიმე წონით კატეგორიაში (125 კგ.) პირველი გამარჯვება მოიპოვა ახალგაზრდებსა და 23-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონმა გივი მაჭარაშვილმა. მცხეთელმა ფალავანმა ფინალში რუსეთის ნაკრების წევრი ტიმურ ბაზაევი 8:1 დაამარცხა.
ბრინჯაოს მედლები ამირან ვახტანგიშვილმა, გიორგი რევაზიშვილმა (ორივე – 61 კგ.), მირზა სხულუხიამ (70 კგ.), დავით ტლაშაძემა (74 კგ). და მამუკა კორძაიამ (97 კგ.) მოიპოვეს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს ზურაბ ჭიღლაძე, არჩილ ქიტიაშვილი და ოთარ თუშიშვილი ხელმძღვანელობდნენ.