"ვალენსიას" საყრდენი ნახევარმცველი ჟოფრი კონდოგბია ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის ნაკრებში ითამაშებს. როგორც Centrafriquefootball-ი იუწყება, ფიფამ ფეხბურთელს ნება დართო ეროვნული ნაკრები შეეცვალა.
კონდოგბიას საფრანგეთის ეროვნულ გუნდში უკვე აქვს ნათამაშები. ჟოფრი დებიუტი "მამლების" რიგებში 2013 წელს შედგა და ნახევარმცველმა ხუთი მატჩი ჩაატარა. კონდოგბია წარმოშობით ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკიდანაა, თუმცა საფრანგეთში დაიბადა და იქ გაიზარდა. ამჟამად ჟოფრი ტრავმირებულია და ეროვნულ ნაკრებში დებიუტი სავარაუდოდ ოქტომბერში, აფრიკის თასის შესარჩევ მატჩში ექნება.