ფეხბურთი

17:36 | 8.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მერებაშვილი: "გუნდში კარგი განწყობაა და მხოლოდ გამარჯვებაზე ვფიქრობთ"

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა გიორგი მერებაშვილმა ლატვიასთან მატჩისწინ კომენტარი გააკეთა. 31 წლის ფეხბურთელის განცხადებით, ყაზახეთთან გამარჯვების შემდეგ გუნდში ეიფორია არაა და ლატვიასთან შეხვედრაში, 90 წუთის განმავლობაში კონცენტრირებულნი ითამაშებენ.

ამასთან, მერებაშვილმა გულშემატკივრებს ნაკრების მხარდაჭერისკენ მოუწოდა:

“ჩვენთვის თითოეული ფეხბურთელი მნიშვნელოვანია. გურამი ძალიან კარგი პიროვნებაა, მას ძალიან დიდი ხანია ვიცნობ და ეს ზუსტად ვიცი. მთლიანად გუნდი გვერდში უდგას, მაგრამ ჩვენ მხოლოდ ხვალინდელ თამაშზე ვფიქრობთ, რადგან ეს თამაში ქართული ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანია.

ჩვენ პროფესიონალი ფეხბურთელები ვართ. ძალიან სასიამოვნოა, რომ ყაზახეთში მოვიგეთ და ეს წაგვადგება კიდეც. გუნდში ძალიან კარგი განწყობაა და მხოლოდ გამარჯვებაა ჩვენი მიზანი. ვაცნობიერებთ იმას, რომ რთული თამაში იქნება, მაგრამ ვეცდებით, რომ მაქსიმალურად კონცენტრირებულნი ვიყოთ და დადებით შედეგებს მივაღწიოთ. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ქართველ ქომაგებს, რომლებიც ყაზახეთში იყვნენ. მათი დიდი დამსახურებაცაა, რომ ჩვენ ასტანაში გამარჯვება მოვახერხეთ. ასევე, მინდა, მოვუწოდო გულშემატკივარს, რომ მოვიდნენ თამაშზე და “დინამო არენა” გაივსოს”, - განაცხადა მერებაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ლატვიის ნაკრებთა მატჩი თბილისში, 9 სექტემბერს, 20:00 საათზე დაიწყება.

0.104949