ჭადრაკი

14:15 | 8.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

ხომერიკი მსოფლიოს ჩემპიონატს ლიდერობს

თურქულ გებზეში მიმდინარე 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე ჩინებულად ირჯება ქართველი მოჭადრაკე ნინო ხომერიკი (2313), რომელსაც 4 ტურის თავზე მაქსიმალური შედეგი აქვს და ტურნირს პოლონელ ალისია სლივიცკასთან (2272) ერთად ლიდერობს.
გოგონათა ტურნირში მე-9 ნომრად განთესილმა ხომერიკმა გასულ ტურებში ჩინელ იუ ჰუს (2009), იტალიელ ალესია სანტერამოს (2124), პერუელ ალეილა ილარიოსა (2203) და ყაზახ ჰაზერკე ნურგალის (2080) სძლია, მე-5 ტურში კი სწორედ ხსენებულ სლივიცკას ეთამაშება.

ვაჟთა ჩემპიონატზე 2 ქართველი მოჭადრაკე თამაშობს. ამ დროისთვის გიორგი სიბაშვილსა (2425) და ნოე თუთისანს (2471) აქტივში 2.5-2.5 ქულა აქვთ და დამატებითი მაჩვენებლებით, შესაბამისად, 53-ე და 68-ე ადგილები უკავიათ.
ლიდერი ოთხია: ირანელებს პარჰამ მაგჰსოოდლოოსა (2649) და ალირეზა ფიროუზას (2582), უზბეკ ჯავოხირ სინდაროვსა (2484) და ინდოელ ბჰარატაკოტი ჰარშას (2472), ამ დროისთვის, მაქსიმალური შედეგი გააჩნიათ.

0.120281