ჭიდაობა

0:05 | 8.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

ხინჩეგაშვილი, კენჭაძე და ოდიკაძე ფინალში იჭიდავებენ

პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში მიმდინარე ციალკოვსკის სახელობის საერთაშორისო ტურნირზე 3 ქართველი ფალავანი ჩემპიონობისათვის იბრძოლებს.

ნახევარფინალში ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა (65 კგ.) ბულგარელი დიმიტარ ივანოვი 11:0 დაამარცხა, ავთანდილ კენჭაძემ (74 კგ.) ყაზახი ნურლან ბეკზანოვი 5:0 დაჯაბნა, ელიზბარ ოდიკაძეს (97 კგ.) კი უნგრეთში გადაბარგებული უკრაინელი პავლო ოლინიკი არ გამოუცხადდა.

ოქროს მედლისათვის ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ლადო ხინჩეგაშვილი პრინციპულ მეტოქეს – რუსების ჩეჩენ ფალავან ახმედ ჩაკაევს დაეჭიდება. კენჭაძე ჩინელ ვეი ვუს შეერკინება, ხოლო ოდიკაძე ყაზახ მამედ იბრაგიმოვს დაეჭიდება.

ფინალური ბლოკი 8 სექტემბერს 19:00 საათიდან დაიწყება.

0.112528