ფეხბურთი

20:55 | 7.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

21-წლამდელთა ნაკრების ფრე ლიეტუვასთან

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მორიგი მატჩი ლიეტუვასთან სტუმრად გამართა და შეხვედრა ფრედ 0:0 დასრულდა. ბურთის ფლობის მცირე უპირატესობა საქართველოს ჰქონდა და მთელი შეხვედრის განმავლობაში კარისკენ ერთი ზუსტი დარტყმა დაფიქსირდა, რომელიც სტუმართა ანგარიშზეა.

მიმდინარე შესარჩევში საქართველოს ასაკობრივმა ნაკრებმა ფრე მესამედ ითამაშა და ორ გამარჯვებასთან ერთად ჯამში ცხრა ქულა მოაგროვა. გია ცეცაძის გუნდი 6-გუნდიამ ჯგუფში მეოთხე ადგილზე იმყოფება და მომდევნო შეხვედრას სტუმრად ფინეთთან 11 სექტემბერს გამართავს.

0.138185