ჭადრაკი

22:10 | 7.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

მსოფლიო ჩემპიონატზე ბაციაშვილიც ითამაშებს

მსოფლიო ჭადრაკის მმართველმა ორგანიზაციამ რუსულ ხანტი-მანსიისკში დაგეგმილი მსოფლიო ჩემპიონატის (ნოკაუტ-სისტემა, 2018 წლის 1-25 ნოემბერი) ბოლო 2 მონაწილე დაასახელა, რომელთა შორის ქართველი ნინო ბაციაშვილიც მოხვდა.

შეგახსენებთ, რომ სულ ტურნირში 64 მოჭადრაკე ჩაერთვება, რომელთაგან 62-ს ვინაობა აქამდეც ცნობილი იყო, ფიდე-ს რჩეულები კი ბაციაშვილი და ინდოელი ჰამპი კონერუ აღმოჩნდნენ.

შეგახსენებთ, რომ ამ უკანასკნელს მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში 3-ჯერ (2004, 2008, 2010) უთამაშია, ბოლო 2 წელია კი საჭადრაკო დაფასთან არავის უნახავს, რის გამოც მისი კლასიკური რეიტინგი 2016 წლის ოქტომბრის მერე არ შეცვლილა.

მიზეზი ბანალურია. კონერუ დაოჯახდა, შვილი გაუჩნდა და სრულად საოჯახო ამბებზე იყო გადართული.
ცნობისთვის, მომავალ მსოფლიო პირველობაზე კიდევ 4 ქართველი მოჭადრაკე ითამაშებს, რომლებსაც ეს პატივი ევროპის 2016 და 2017 წლების ჩემპიონატების ეგიდით ერგოთ: ლელა ჯავახიშვილი, სოფიკო ხუხაშვილი, ნანა ძაგნიძე და ბელა ხოტენაშვილი.

0.117355