ფეხბურთი

16:51 | 7.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

ბრაზილიას ნეიმარი უკაპიტნებს

ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებს ახალი კაპიტანი ჰყავს - ნეიმარი. აღნიშნული ინფორმაცია „სელესაოს“ მთავარმა მწვრთნელმა ტიტემ დაადასტურა:

„ვაცხადებ, რომ ბრაზილიის ნაკრებში კაპიტნების როტაცია დასრულებული. ნეიმარი ახლა უფრო მოწიფულია, ვიდე განვლილ წლებში და ამიტომ, ვფიქრობ, რომ კაპიტნობისთვის და ახალი როლისთვის მზადაა“, - აღნიშნა ტიტემ.

კომენტარი გააკეთა თავად პსჟ-ს ვარსკვლავმაც:

„ვფიქობ, ეს პასუხიმგებლობა ჩემთვის ძალიან დადებითი იქნება. მზად ვარ, რომ ნაბიჯი წინ გადავდგა“, - თქვა ნეიმარმა.

შეგახსენებთ, ბრაზილიის ნაკრებს აქამდე ერთი კაპიტანი არ ჰყავდა. მაგალითად, მსოფლიოს ჩემპიონატზე სამხრეთ ამერიკელებს მონაცვლეობით მარსელო, ტიაგო სილვა და მირანდა კაპიტნობდნენ.

აქვე გეტყვით, რომ ნეიმარი ბრაზილიის ნაკრებში 2010 წლიდან თამაშობს და 90 შეხვედრაში 57 გოლი აქვს გატანილი.

0.114783