საფრანგეთის ეროვნული საკალათბურთო ნაკრების ცენტრმა ბორის დიაომ კარიერის დასრულების შესახებ განცხადება გააკეთა. “აი, ყველაფერი დასრულდა... ნამდვილად კარგი წლები იყო”, - დაწერა 36 წლის ვეტერანმა ფეისბუქის გვერდზე.
დიაომ პროფესიული კარიერა 2001 წელს დაიწყო, 2006-ში ნბა-ს ყველაზე პროგრესირებად მოთამაშედ დასახელდა, 2014-ში კი “სან ანტონიო სპურსთან” ერთად ჩემპიონობა იზეიმა.
ბორის საფრანგეთის ეროვნული გუნდის მუდმივი წევრი იყო და 2013 წელს ევრობასკეტის ოქროს მედლის მფლობელი გახდა.
ფრანგმა კალათბურთელმა გასული სეზონი “ლევალუაში” გაატარა.