ამხანაგურ მატჩში პორტუგალია ხორვატიას 1:1 დაუზავდა. მატჩის შემდეგ ლუკა მოდრიჩმა მის და კრიშტიანუ რონალდუს ურთიერთობაზე ისაუბრა.
„რონალდუმ ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულის მოგება მომილოცა და მითხრა, რომ ეს დავიმსახურე. რონალდუს ჩემი ნახვაც უნდა, ჩვენ მეგობრები ვართ. რონალდუსთან კარგი ურთიერთობა მაქვს, ისიც იგივეს გეტყვით“- განაცხადა მოდრიჩმა.