ჩოგბურთი

11:30 | 7.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

US OPEN-ის პირველი ფინალური წყვილი ცნობილია

ამერიკის ღია პირველობის ქალთა ფინალური წყვილი ცნობილია. დიდი სლემის 23-გზის ჩემპიონი სერენა უილიამსი ფინალში იაპონელ ნაომი ოსაკას დაუპირისპირდება.

ნახევარფინალში სერენამ ლატვიელი ანასტასია სევასტოვა იოლად 6:3, 6:0 დაამარცხა. უილიამსს შეხვედრის მოსაგებად ერთი საათი დასჭირდა. მატჩის სტარტზე სევასტოვა 2:0 დაწინაურდა, ეგ იყო და ეგ, რაც ლატვიელმა მოახერხა. მთელი შეხვედრა სერენას უპირატესობით მიმდინარეობდა. ამერიკელი ჩოგბურთელი დიდი სლემის ფინალში 31-ედ გავიდა.

ნაომი ოსაკამ ნახევარფინალში ამერიკელი მედისონ ქისი 6:2, 6:4 დაამარცხა. იაპონელმა ორივე სეტი მარტივად მოიგო და კარიერაში პირველად დიდი სლემის ფინალში გააღწია.

სერენას და ნაომის ფინალური შეხვედრა 9 სექტემბერს გაიმართება. ჩოგბურთელები აქამდე მხოლოდ ერთხელ შეხვდნენ ერთმანეთს. 2018 წელს მაიამის მასტერსზე, სადაც ოსაკამ ტიტულოვანი მეტოქე მარტივად 6:3, 6:2 დაამარცხა.

სერენას US OPEN-ი ექვსჯერ აქვს მოგებული (1999, 2002, 2008, 2012, 2013, 2014). ღია ერაში სერენასთან ერთად ყველაზე მეტი US OPEN-ის ექვსი ტიტული კრის ევერტს აქვს მოგებული.

0.121841