ბელგიური "გენტი" გიორგი ჩაკვეტაძის გოლს გამოეხმაურა. 19 წლის ქართველის ულამაზესი გოლის ვიდეო "გენტის" ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე განთავსდა, შემდეგი სათაურით:
"ქალბატონებო და ბატონებო, ერთა ლიგის ისტორიაში პირველი გოლი გიორგი ჩაკვეტაძემ გაიტანა", - დაწერეს ბელგიელებმა სოციალურ ქსელში.
აღსანიშნავია, რომ ვიდეოს ადგილობრივი ქომაგებისგან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებმა ყაზახეთის ნაკრები ასტანაში 2:0 დაამარცხა და ანგარიში 69-ე წუთზე ჩაკვეტაძემ ულამაზესი გოლით გახსნა.