ფეხბურთი

22:52 | 6.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

ალექსანდრე ჩივაძე: "იმედია, ჩაკვეტაძე საკუთარ თავზე კიდევ უფრო მეტს იმუშავებს"

ასტანაში, საქართველოს ნაკრებთან ერთად იმყოფებოდა ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელი, ალექსანდრე ჩივაძე. მან მედიასთან თამაშიც შეაფასა და გიორგი ჩაკვეტაძეს რჩევა მისცა.

„სამკაოდ სანერვიულო თამაში იყო და ვფიქრობ, რომ პირველმა გოლმა გადაწყვიტა მატჩის ბედი. ძალიან ლამაზი გოლი იყო, ერთ-ერთი საუკეთესო ჩაკვეტაძის შესრულებით და სასიხარულოა, რომ წარმატებით დავიწყეთ. იმედი გვაქვს, რომ ბოლომდე წარმატებით ვითამაშებთ. ფსიქოლოგიურადაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ეს გამარჯვებაც ზუსტად დროული იყო. უკვე ჩამოყალბდა გუნდის ძირითადი ბირთვიც, ფეხბურთელებმაც ირწმუნეს საკუთარი შესაძლებლობების და დიდი იმედი მაქვს, რომ მომავალში უფრო დაიხვეწება თამაშის ხარისხი. რაც შეეხება ჩაკვეტაძეს, იმედია, კიდევ უფრო მეტს იმუშავებს საკუთარ თავზე და ამ შემთხვევაში საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი გახდება“, - განაცხადა ჩივაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის მეორე ტურში 9 სექტემბერს, თბილისში, ლატვიის ნაკრებს დაუპირისპირდება.

სოფო ერქვანია WORLDSPORT.GE-სთვის ასტანიდან

0.149559