ფეხბურთი

22:43 | 6.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

ალექსანდრე იაშვილი: "კარგი სტარტი მნიშვნელოვანია, მაგრამ ჯერ არაფრისთვის მიგვიღწევია"

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა ყაზახეთთან (2:0) გამარჯვების შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა. „იაშკას“ განცხადებით, მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს და მომავალი თამაშებისთვის უნდა მოემზადონ.

„ძალიან მნიშვნელოვანია გამარჯვებით დაწყება, მაგრამ ეს არაფერია, რადგან ახლა ლატვიასთან უფრო მნიშვნელოვანი თამაშია. რა თქმა უნდა, გამარჯვების აღნიშვნა საჭიროა, აუცილებელია, მაგრამ ეიფორიაში არ ჩავვარდეთ და მოვემზადოთ მეორე შეხვედრისთვის. ეს მხოლოდ დასაწყისია. კარგი სტარტი, თანაც კონკურენტთან ძალიან მნიშვნელოვანია. მოედანზე თავდადება და დიდი ბრძოლა იყო და როცა ასე ითამაშებ, აუცილებლად დაგიფასდება. ჩაკვეტაძის გოლი კი რა თქმა უნდა, საოცარი იყო“, - განაცხადა იაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის მეორე ტურში 9 სექტემბერს, თბილისში, ლატვიის ნაკრებს დაუპირისპირდება.

სოფო ერქვანია WORLDSPORT.GE-სთვის ასტანიდან

0.113954