კალათბურთი

22:36 | 6.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

ისრაელმა იმარჯვა, ესტონეთი განადგურდა

ისრაელის ეროვნულმა საკალათბურთო გუნდმა, რომელიც 13 სექტემბერს მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საქართველოს დაუხვდება, პირველი საკონტროლო მატჩი ჩაატარა და მოულოდნელი გამარჯვება იზეიმა.

ოდედ კატაშის შეგირდები კონდრაშინისა და ბელოვის სახელობის თასზე სათამაშოდ სანკტ-პეტერბურგს ესტუმრნენ და საწყის შეხვედრაში ფავორიტად შერაცხული მასპინძელი რუსეთი 93:71 (29:13, 22:27, 24:18, 18:13) დაამარცხეს.

სტუმართა რიგებში საუკეთესო ჯეიკ კოენი იყო, რომელმაც 23 ქულა და 6 მოხსნა მოაგროვა, ნატურალიზებულმა ამერიკელმა უკანახაზელმა ჯონ დიბარტოლომეომ 12 ქულა ჩააგდო, იტაი სეგევმა – 11, იოველ ზუსმანმა კი ორმაგი დუბლი (10 ქულა, 10 მოხსნა) შეასრულა.

ხვალ, 7 სექტემბერს, ისრაელის ნაკრები პოლონეთს შეხვდება, 8-ში კი რუსეთისა და პოლონეთის მატჩია დაგეგმილი. დღესვე მე-2 ჯგუფურ ეტაპზე ქართველ კალათბურთელთა კიდევ ერთი მეტოქე ესტონეთი ბელგიას დაუხვდა და 60:98 (23:30, 16:23, 12:19, 9:26) განადგურდა.

ბალტიისპირელთა მხრიდან 10-ქულიან ზღვარს კრისტიან კულამაემ (14), რაინ ვეიდემანმა (10) და ინდრეკ კაიუპანკმა (10) უწიეს. 7 სექტემბერს ესტონეთი ბელგიელებს კიდევ ერთხელ უმასპინძლებს.

შეგახსენებთ, რომ ესტონელები საქართველოს ნაკრებს 30 ნოემბერს დაუხვდებიან, გაისად, 24 თებერვალს კი, თბილისში სტუმრობა ელით.

0.167847