საქართველოს ნაკრების მეკარემ, გიორგი ლორიამ ყაზახეთთან (2:0) გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა. ქართველი კიპერის განცხადებით, თამაშის ხარისხი კარგი არ ყოფილა, თუმცა, მთავარი გამარჯვება იყო.
„თამაშის ხარისხი სიმართლე რომ ვთქვათ, კარგი არ იყო, მაგრამ რაც მთავარი იყო, შედეგი, მივაღწიეთ - გავიმარჯვეთ. ხარისხი კი, მაინც და მაინც, მაღალი დონის არ იყო. პირველი თამაშში მნიშვნელოვანი იყო, რომ მოგვეგო და ეს მოვახერხეთ“, - თქვა ლორიამ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის მეორე ტურში 9 სექტემბერს, თბილისში, ლატვიის ნაკრებს დაუპირისპირდება.
სოფო ერქვანია WORLDSPORT.GE-სთვის ასტანიდან